დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროპული საკონდიტრო ნედლეულის ასორტიმენტს ვზრდით და არეალს ვაფართოებთ - გაგრა+

ევროპული საკონდიტრო ნედლეულის ასორტიმენტს ვზრდით და არეალს ვაფართოებთ - გაგრა+

27-10-2023 16:00:47

კომპანია გაგრა+ არის წამყვანი ევროპული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  თბილისსა და რეგიონებში საკონდიტრო საწარმოებს, ძირითადად გაგრა+ ამარაგებს.  

როგორც კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი ნინა ჯიმშელია აღნიშნავს, ეს არის უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნედლეული, რომელიც ევროპიდან შემოდის საქართველოში. 

„სადისტრიბუციო კომპანიას წარმოვადგენთ. გვაქვს ევროპული პროდუქცია, ძირითადი ხაზი არის იტალია, რომელიც მაღალი ხარისხის ნედლეულით გვამარაგებს. უმეტესწილად  ნაღები და შოკოლადებია - გასტრონომიული  ინგრედიენტები, რომელიც  საკონდიტროსთვის აუცილებელი ნაწარმია. 

გვაქვს დეკორატიული ნივთების მრავალსახეობა, ტორტის მოსართავები და სხვა, რომელთა რაოდენობა ათასამდეა. თითქმის ყველა დიდი საკონდიტრო და საწარმო, ვისაც ტკბილეულთან შეხება აქვს, ჩვენი მომხმარებელია", - ამბობს ნინა ჯიმშელია.

კომპანიის სამომავლო გეგმაშია გაფართოება აღმოსავლეთის რეგიონების მიმართულებით, რომ სარეალიზაციო მასშტაბი გაიზარდოს.

ამ ეტაპზე გაგრა + თბილისში ორი ობიექტით არის წარმოდგენილი აღმაშენებლის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩაზე. ასევე ფლობს შოურუმებს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

გაგრა + 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიაში ამ ეტაპზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები