დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირმა მიიღო მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - ახლა უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან ქვეყნის და  სხვადასხვა სექტორის დაახლოების იმ ეტაპებზე, რომელიც წინ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირმა მიიღო მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - ახლა უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან ქვეყნის და სხვადასხვა სექტორის დაახლოების იმ ეტაპებზე, რომელიც წინ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

07-02-2024 13:00:00

„ევროკავშირმა მიიღო მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,  რომლის უკან წაღება უკვე შეუძლებელია.  ახლა უკვე უნდა ვისაუბროთ ევროკავშირთან ქვეყნის და  სხვადასხვა სექტორის დაახლოების იმ ეტაპებზე, რომელიც წინ გვაქვს“, - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივა საქართველოსთვის“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და ახლა საჭიროა შემდეგი ეტაპის გადალახვა.
„მიხარია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ეკონომიკური  ფორუმის შეხვედრაში. პირველი შეხვედრის დროს ვთქვით,  რომ წინ იყო გადასაწყვეტი საკითხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით  და ვისაუბრეთ თუ რას აკეთებდა სახელმწიფო ამისთვის. მიხარია, რომ ახლა უკვე მეორე შეხვედრაზე შედეგი მიღწეული გვაქვს - საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა წინ გადასალახია შემდეგი ეტაპი. ჩვენ ახლა შეგვიძლია უფრო სიღრმისეულ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებს სახელმწიფო.“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის თანმხლებ გამოწვევებზე.
„რეგულაციები გულისხმობს სტანდარტებს, სტანდარტები კი აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ინვესტირება სხვადასხვა ბიზნესში ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებისთვის.  ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა ეკონომიკური სექტორისთვის და ამიტომაც საჭიროა წინ გახედვა, ამისთვის მომზადება.  სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მოხდეს სხვადასხვა რეგულაციაზე ეტაპობრივი გადასვლა. ასევე, ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ეტაპები აუცილებლად მოვა და აქედანვე უნდა დაიწყოს მომზადება ამ დროისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გზა ევროკავშირის  წევრობამდე გავიაროთ ჭკვიანურად ისე, რომ ამ ეტაპებმა ჩვენ  მხოლოდ სიკეთეები მოგვიტანოს და ნაკლები იყოს ზიანი და რეგულაციები თავის დროზე შემოვიდეს, როდესაც ამისთვის მზად იქნება ესა თუ ის სეგმენტი, თუ სექტორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები