ერთ წელიწადში ავიაბილეთები 23%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 10%-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის დეკემბერში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 23,39%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ავიაბილეთები 9,74%-ით გაძვირდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა.
უახლესი