დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის  ვალუტის ციფრული კონვერტაციის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ვალუტის ციფრული კონვერტაციის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

19-06-2023 13:46:36

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს რეგულირების ლაბორატორიის ვალუტის ციფრული კონვერტაციის ორ პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

პროექტებში მონაწილეობის მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა და ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობაა.

  1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციები. აღნიშნული პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ ვალუტის კონვერტაციის საკუთარი სქემები, რომლებსაც ეროვნული ბანკი დადგენილი წესისშესაბამისად განიხილავს.
     
  2. ეროვნული ბანკი ასევე მზადაა განიხილოს რეგულირების ლაბორატორიაში ისეთი სუბიექტების მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად არ ახდენენ კონვერტაციას საკუთარი სახსრებით და მხოლოდ ვალუტის კონვერტაციის მსურველებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამ შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პლატფორმის ანგარიშზე არ უნდა ხვდებოდეს თანხა და ვალუტის კონვერტაცია მყისიერად უნდა ხორციელდებოდეს.
     

ეროვნული ბანკი მზადაა ორივე პროექტით დაინტერესებულ პირთა განაცხადები 2023 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს.


რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge


მოცემული განცხადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ან/და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ ვალდებულებას მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასა და მოცემული საქმიანობისთვის მესამე პირებისათვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები