დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ესკიზების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

27-12-2023 17:47:00

2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდება. 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ამ მოვლენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს ისტორიაში პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოსაშვებად და ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები