დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე „ბუმ გრუპის“ გაყიდვები წელს 30 მილიონს მიაღწევს

ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე „ბუმ გრუპის“ გაყიდვები წელს 30 მილიონს მიაღწევს

17-07-2023 17:00:38

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო ,,ბუმ გრუპი“ წარმოებას აფართოებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, შარშან ექსპორტზე 22 მილიონი ქილა ენერგეტიკული სასმელი გაიტანეს, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 30 მილიონით განისაზღვრა, რაც გლობალურ ბაზრებზე მაღალი მოთხოვნითაა განპირობებული.

„ჩვენი წარმოება წელს მნიშვნელოვნად იზრდება. ამაში ძალიან გვეხმარება ,,ბაზისბანკი“, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული სასმელებზე მოთხოვნა დიდია მსოფლიოში, შესაბამისად, ექსპორტი განსაკუთრებით მზარდია.

30 მილიონს გავყიდით უცხოურ ბაზრებზე, 2022 წელს 22 მილიონი ქილა ,,ბუმი“ გავყიდეთ. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ძირითადად ევროკავშირი და შუა აზიის რესპუბლიკებია.

ჩვენი ყველაზე მეტი პროდუქტი იყიდება პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ირანში, რომლებიც მზარდ ბაზრებს წარმოადგენენ“, - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.

როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან კომპანია ცივი ყავის წარმოებას იწყებს, რომლის 80% ექსპორტზე გავა. წარმოების გაფართოებისთვის საინვესტიციო თანხის მოცულობა 3 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, „ბუმ გრუპი“, ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს. საწარმო ორხევში მდებარეობს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები