ასეთი გადაწყვეტილებების მიღება სპონტანურად არ ხდება, არც 6 მლრდ-იანი ინვესტიციის შემთხვევაში და არც ნაკლები მოცულობის ინვესტიციის შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს Emaar ჯგუფთან დაკავშირებით.
ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ინვესტორ კომპანიასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა.
„ინვესტიციაზე ინვესტორი მყისიერად გადაწყვეტილებას არ იღებს. მას წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. წელიწადზე მეტია სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის გარდა იმისა, რომ ორი ლოკაცია შეირჩა, მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარება და ასევე, კონცეპტუალური ხედვების მომზადება, რომელიც არის მხარეთა შორის სამუშაოს შედეგი. იმ მემორანდუმით, რომელიც გაფორმდა, იწყება შემდეგი, მეორე ფაზა. როდესაც მოხდება განვითარების დეტალური გეგმების შემუშავება, მათი წარდგენა მარეგულირებელ ორგანოებში და დამტკიცება, განხორციელდება არქიტექტურული გეგმების, არქიტექტურული პროექტების შემუშავება, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორს და სახელმწიფოს შორის პარტნიორული ჩარჩოს განსაზღვრა. უკვე შემდგომ ეტაპზე მე ვვარაუდობ, რომ ეს იქნება 12-დან 18 თვემდე პერიოდი, როდესაც დაიწყება უშუალოდ სამშენებლო პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი იწყება ერთი წლის მერე. პროექტი დაწყებულია 1 წელზე მეტია და არც ერთი დეველოპერული პროექტი არ იწყება სამშენებლო სამუშაოებით. იწყება გაცილებით ადრე და ის უკვე მიმდინარეობს“, - განახადა მინისტრის მოადგილემ.
უახლესი
4 წუთის წინ
ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრი იქნება18 წუთის წინ
4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება