ბორჯომში მდებარე სასტუმრო - Eco Hotel Mzetamze წლევანდელ სეზონზე 100%-ით დატვირთულია. რეგიონში ყველაზე ეკომეგობრული სასტუმრო დამსვენებლების ინტერესს სწორედ ამ ნიშით იწვევს. როგორც ,,მზეთამზეს" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი გელაშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, ტურისტებს მოსწონთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ნატურალური პროდუქტები, რასაც არჩევანისას ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებენ.
დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოქალაქეები შეადგენენ.
„ეკოლოგიური გარემო და გამორჩეული ინტერიერი ყველასგან განგვასხვავებს. სასტუმრო აგებულია ისე, რომ ყველა დეტალი ყველაფერი ხესა და ქვაშია გამოკვეთილი, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს.
ამ ეტაპზე სასტუმრო 100%-ით დატვირთულია. ამ ტენდენციას 15 სექტემბრამდე შევინარჩუნებთ. ერთგული დამსვენებლები გვყავს, რომლებიც წლებია, გვსტუმრობენ, გვიცნობენ და გვენდობიან. როგორც გარემო, ასევე წარმოდგენილი მენიუ 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა", - ამბობს გიორგი გელაშვილი.
Eco Hotel Mzetamze ბაზარზე 10 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო თავიდან 6 ნომრით იყო წარმოდგენილი და დღეს საწოლი ადგილების რაოდენობა 45-მდეა.
ასევე დამატებულია 6 კოტეჯი. სასტუმროში დასაქმებულია 20-მდე ადამიანია, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია.
ცნობისთვის, მზეთამზე - სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში. მდებარეობს თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე გუჯარეთის წყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ბორჯომიდან 18კილომეტრი.
სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში. გამოირჩევა უნიკალური სტილით, ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლითა და მრავალწლოვანი ხეებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი ბაღით.
უახლესი