დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EBRD-ისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

EBRD-ისთვის საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზეა - კატარინა ბიორლინ ჰანსენი

11-09-2023 12:45:23

EBRD კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მეტი ინვესტიციებით, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩართულობითა და რეფორმებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა, უკვე EBRD-ის მოლდოვის ოფისს ხელმძღვანელობს..

„ჩვენ  მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერის კუთხით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. დავეხმარეთ ადგილობრივ საბანკო სექტორს, რომ გამხდარიყო უფრო მდგრადი. ასევე, მოცულობითი ინვესტიცია განვახორციელეთ განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელეთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ჰყავს სოლიდური ბიზნეს საზოგადოება, რომელსაც აქვს განვითარების ძლიერი სურვილი, გაუმჯობესებული სტანდარტები და გამძლეობა.

ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასთან. ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა ინვესტორთა საბჭო, რომელსაც ვმართავთ გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (UK Good Governance Fund) ერთად. ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას ბიზნეს კლიმატის არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის და ის წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან საკვანძო რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების პროცესის ხელშესაწყობად“, - განაცახდა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა . 

კატარინა ბიორლინ ჰანსენი Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან  EBRD-მა 286 პროექტში 5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.  მისივე განმარტებით, ბანკი კვლავ  გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი ინვესტიციების უზრუნველყოფით, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობით. 
კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიჩნევს, რომ საქართველომ სრულად უნდა ისარგებლოს „შუა დერეფანში“ ხელსაყრელი მდებარეობით. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის პროგრამები, რომელიც გულისხმობს ჰესებს, მზის და ქარის ენერგიის გამოყენებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები