ძირითად საშუალებებში განხორციელებული ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა
24-12-2024 16:00:00
ძირითად საშუალებებში განხორციელებული ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებლებზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის დაზუსტებული მიმდინარე ფასებში კაპიტალის ანგარიშის მიხედვით ზრდა 11%-ის დონეზეა.
ირკვევა, რომ 2023 წელს კომპანიებმა ძირითად საშუალებებში 15 825,9 მლნ ლარი დააბანდეს, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 14 311,2 მლნ ლარი შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად 2022 წლიდან ფიქსირდება.
საქსტატის საიტზე განთავსებული მონაცემებით, 2023 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- მთლიანი დანაზოგი - 15 723,9 მლნ ლარი,
- კაპიტალური ტრანსფერების მიღება "დანარჩენი მსოფლიოდან" - 102,0 მლნ ლარი,
- კაპიტალური ტრანსფერების გაცემა "დანარჩენი მსოფლიოსათვის" - 0,0 მლნ ლარი.
2023 წელს კაპიტალის სახეების მიხედვით, კაპიტალის მთლიანმა ფორმირებამ 20 219,7 მლნ ლარი შედაგინა, ზრდა 2022 წელთან შედარებით 15%-ია.
- საცხოვრებელი დანიშნულების შენობები - 3 858,8 მლნ ლარი,
- არასაცხოვრებელი დანიშნულების და სხვა ნაგებობები - 6 720,1 მლნ ლარი,
- მანქანა მოწყობილობები და სამხედრო აღჭურვილობა - 5 529,7 მლნ ლარი,
- კულტივირებული ბიოლოგიური აქტივები - 585,1 მლნ ლარი,
- ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტები და არაწარმოებულ აქტივებზე საკუთრების უფლების გადაცემის ხარჯები - 663,8 მლნ ლარი,
- მარაგების ცვლილება - 2 862,2 მლნ ლარი,
- წმინდა დაკრედიტება (+)/ წმინდა სესხება(-) და სტატისტიკური განსხვავება - -4 393,8 მლნ ლარი.