ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა გაავრცელა.
ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
იგივე თემაზე:
კრიტიკულად მძიმეა ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც მიყენებული დაზიანებების გამო მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა
უახლესი
13 საათის წინ
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა14 საათის წინ
ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში რომელი პროდუქტები გაიაფდა