დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიზაინის სფეროში არ არსებობს სტანდარტი, რაც  სერვისის მიწოდების ხარისხს დაარეგულირებს - „აუკის“ დამფუძნებელი

დიზაინის სფეროში არ არსებობს სტანდარტი, რაც სერვისის მიწოდების ხარისხს დაარეგულირებს - „აუკის“ დამფუძნებელი

19-02-2024 15:00:00

Business Insider Georgia-სთან ინტერიერის დიზაინის სტუდია „აუკის“ დამფუძნებელი დავით ხიდურელი ამბობს, რომ ინტერიერის დიზაინერის პროფესია, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული, მოთხოვნადი და განვითარებადია და ამ შემთხვევაში, არც საქართველოა გამონაკლისი.

ინტერიერის დიზაინის სტუდია „აუკის“ დამფუძნებელი დარგში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. 

დავით ხიდურელის თქმით, დარგში არის კადრების დეფიციტი, თუმცა მთავარი გამოწვევაა სტანდარტების შესაბამისად ფასის რეგულირება. 

„მოთხოვნიდან გამომიდნარე, დიზაინის სერვისის სფერო, დღითიდღე ვითარდება და ბაზარზე ჩნდება ახალი კომპანიები,რაც  კონკურენციას ზრდის და კადრების დეფიციტს იწვევს ,მაგრამ ძირითადი პრობლემა ამ სფეროში ფასის დარეგულირებაა, რადგან არ არსებობს სტანდარტი რაც ანაზღაურების მოთხოვნას ან სერვისის მიწოდების ხარისხს დაარეგულირებს“, - ამბობს აუკის“ დამფუძნებელი.

„აუკი“ სივრცითი მოწყობის სერვის კომპანიაა, რომელიც ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები