დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ-ერთ გამოკვეთილად მაღალ მაჩვენებელზეა, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, არასწორია - გიორგი აბაშიშვილი

დღეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ-ერთ გამოკვეთილად მაღალ მაჩვენებელზეა, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, არასწორია - გიორგი აბაშიშვილი

29-05-2024 17:51:00

ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი, ლარის კურსის მაჩვენებელს უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში არარეალურს და არაწონასწორულს უწოდებს, მაგრამ მისი პროგნოზით ეროვნული ვალუტა ზაფხულის პერიოდში აუცილებლად გამყარდება.

“გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული, არსებული მერყეობა წმინდად არის სპეკულაციური, პანიკური. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით არარეალური, არაწონასწორულია, ის წონასწორულ მაჩვენებელს აუცილებლად დაუბრუნდება. მაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის პერიოდში, ყველა ზოგადი ფაქტორით, ლარის კურსის გამყარებაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა, ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები შეაფასა. მისი განმარტებით რეზერვი არის საშუალება, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული ტიპის, თუნდაც მინი, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში, კრიზისის გამწვავების ასაცილებლად უნდა გამოიყენოს.

„ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა, რომ რეზერვების ძალიან გონივრული მართვის პოლიტიკა აქვს. საჭირო დროს საჭირო რაოდენობის რეზერვებს აგროვებს, როდესაც სჭირდება, ხარჯავს. რეზერვი არის საშუალება, რომელიც სიტუაციის სწორად და სტაბილურად მართვის პირობებში უნდა გამოიყენო. ასე რომ, ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების გამოყენება სწორია“- განაცხადა აბაშიშვილმა.

ეკონომისტის თქმით, დღეს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ერთ-ერთ გამოკვეთილად მაღალ მაჩვენებელზეა - „ სიტუაციის გათვალისინებით რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია“- გადაცხადა მან

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები