ჩვენი მიზანი ახლა არის, რომ პროცესს არ ვაჩერებთ, პირიქით, ჩვენ არც შეგვიწყვეტია, რა თქმა უნდა. თქვენ ახსენეთ რეკომენდაციები, მინდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი არის გაგრძელება და მუშაობა ამ რეკომენდაციებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას დღეს არ ეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას.
„რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინი და 15 დეკემბერს მისაღები გადაწყვეტილება 27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. მე დღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი.
მე ვფიქრობ, რომ მოლოდინები არის პოზიტიური და არ მგონია რამე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა