დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს [„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების] პროექტი იმდენად ჩაჯდება ჩვენი ქალაქის ლანდშაფტში, რომ მისი მოწინააღმდეგე ადამიანებიც მხარდამჭერები გახდებიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„არ მინდა ჩაითვალოს, რომ საწინააღმდეგო აზრის მოსმენასთან გვაქვს პრობლემა. იმ ადამიანების არაერთი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რომლებსაც ობიექტურად აღელვებთ ჩვენი ქალაქის განვითარება. პროექტი, რაც მივიღეთ და დავამტკიცეთ, არის მაქსიმალურად შეჯერებული. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს [„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების] პროექტი იმდენად ჩაჯდება ჩვენი ქალაქის ლანდშაფტში, რომ მისი მოწინააღმდეგე ადამიანებიც მხარდამჭერები გახდებიან“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“