არსებული კლიმატური პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 3 გრადუსზე მეტით მოიმატებს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში გაწერილი ციფრი. შესაბამისი მონაცემები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშშია მოყვანილი.
ყოველწლიური „გამონაბოლქვის დონის განსხვავების ანგარიში“ ადარებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ქვეყნების ძალისხმევას იმ ნაბიჯებთან, რომლებიც ამ მიმართულებით გასატარებელია, რათა საშუალო ტემპერატურის მატება დაწესებულ ზღვარს - 1,5 გრადუსს არ ასცდეს. წლევანდელი მონაცემებით, თუ არსებული კლიმატური პოლიტიკა არ შეიცვალა და სახელმწიფოებმა დამატებით ნაბიჯები არ გადადგეს, 2100 წლისთვის დათბობის დონე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით 3,1 გრადუსს გადააჭარბებს.
„ბეწვის ხიდზე გავდივართ. ან ლიდერები აღმოფხვრიან არსებულ განსხვავებას, ან კლიმატური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, - განაცხადა გაერო გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
2015 წელს, ქვეყნებმა პარიზის შეთანხმება გააფორმებს, რომლითაც აიღეს ვალდებულება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 1,5 გრადუსზე მეტით არ გაიზარდოს.
უახლესი
47 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა