დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია,  ჯანსაღი კვების პროპაგანდა, სულ უფრო მეტი ადამიანი იცვლის ცხოვრების წესს - „ნამუ“

ჩვენი მიზანია, ჯანსაღი კვების პროპაგანდა, სულ უფრო მეტი ადამიანი იცვლის ცხოვრების წესს - „ნამუ“

26-07-2023 09:00:43

,,ნამუ” საქართველოში პირველი მცენარეული კონცეფციის საქმიანობაა, რომელიც მიმართულია ადამიანებისა და სამყაროს კეთილდღეობისაკენ. აქ ერთიანდება ვეგანური კაფე “ნამუ” და საწარმო “ნამუ ლაბი”, რომელიც აწარმოებს კომბუჩას („ნამუ“ ასევე პირველია კომბუჩის წარმოებაში), თხილეულის და თესლეულის კარაქებს, ვეგანურ ყველსა და ნაყინს.

,,ნამუს“ პროდუქცია ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის იქმნება. ეს არის კულინარიული სივრცე, სადაც გამოიყენება მხოლოდ მცენარეული და ცოცხალი ინგრედიენტები.

,,ნამუ“ არ მოიხმარს რაფინირებულ ხორბლის ფქვილს, შაქარსა თუ ზეთს და არც სუფრის მარილს. პროდუქტის უმეტესობა ცხობის გარეშეა და შენარჩუნებულია ინგრედიენტების სარგებელი. მცენარეული სამზარეულოს შემქმნელი ანა ტიკარაძეა.

როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების აზრად ხალხისთვის კარგად ყოფნის გზების გაზიარება იქცა. ბიზნესმა მსხვილ წარმოებამდე მიმართულება სახლის სამზარეულოდან აიღო - ყოველკვირეული ვახშმის კლუბით, სეზონური რითრითებით, ცივად დაწურული წვენების პროგრამითა და მცენარეული დიეტებით.

,,ჯანსაღი კვება ადამიანური კეთილდღეობის საფუძველია. ჩემი საქმიანობით მსურს საზოგადოების დარწმუნება, რომ მცენარეული საკვები სულაც არ არის მოსაწყენი და რომ ეს შეიძლება იყოს საინტერესო და გემრიელი. 2016 წელს, როცა ამ საქმიანობას ვიწყებდი,

საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ვეგანურ კვებაზე, მის მნიშვნელობასა და სარგებელზე ჩვენთვის და ჩვენი სამყაროსთვის. ამიტომ მიზნად დავისახე ჯანსაღი კვების პროპაგანდა და ცოცხალი საკვების შესახებ ცნობადობის ამაღლება. დღეს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვყავს და მეტი ადამიანი ცდილობს, ცხოვრების ამ წესის დამკვიდრებას, რაშიც ,,ნამუმ“ დიდი როლი შეასრულა.

ამას ჩვენი მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობა მოწმობს, ამბობს ანა ტიკარაძე Business Insider Georgia-თან. ცნობისთვის, 2019 წელს პატარა საცდელი კაფე გაიხსნა სოლოლაკში. 2022 წლის აპრილში კი ვაკეში თანამედროვე სივრცე გაჩნდა, სადაც, კაფესთან ერთად, ფუნქციონირებს საერთო სამუშაო სივრცეც.

,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კვების მომავალი მცენარეულია. ბოლომდე დავიხარჯებით ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელი პროდუქტის შექმნაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ მოსაწონი და ხელმისაწვდომი“, - აცხადებს ანა ტიკარაძე.

ამ ეტაპზე ,,ნამუში“ დასაქმებულია 20-მდე ადამიანი. ნამუს პროდუქტი, საკუთარი კაფეს გარდა, იყიდება სხვადასხვა კაფე-მაღაზიებში თბილისსა და ბათუმში. „ნამუს ლაბის“ კომბუჩა 100-ზე მეტ ობიექტშია ხელმისაწვდომი, მათ შორის ,,აგროჰაბში", ,,ანტრეში" და ახლა უკვე ,,დანკინის" ქსელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მომხმარებელს ,,ნამუს” კომბუჩას დაგემოვნება 5-7 ლარის ფარგლებში უჯდება, თხილეულის კარაქების ფასები 15-20 ლარია, სხვა პროდუქტიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები