ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება დაამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, - ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატისთავმჯდომარეებთან, ხვალ იგეგმება შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
„დავიწყეთ ვიზიტი უზბეკეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობისგაღრმავება უზბეკეთთან. დღეს უკვე გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატისთავმჯდომარეებთან. ხვალ გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. გვექნებასაუბარი თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფროგაღრმავება არის მეტად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამ კუთხით, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენიერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამკუთხით ორივე ქვეყნისთვის არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა. არის ბევრიმიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არის დიდი პოტენციალი, მათ შორის, სავაჭრო, ინვესტიციების კუთხით და ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენს უზბეკ მეგობრებთან", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი
4 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი