დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ბრენდის აქტიური მომხმარებლები ტურისტები არიან, მუდმივად გვაქვს ფასდაკლება სეტებზე - Ronius Watches

ჩვენი ბრენდის აქტიური მომხმარებლები ტურისტები არიან, მუდმივად გვაქვს ფასდაკლება სეტებზე - Ronius Watches

31-08-2023 10:00:39

Ronius Watches განსხვავებული ბრენდია, რაც ბაზარზე გამოარჩევს და დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებსა და ადგილობრივ მომხმარებლებში.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიიდან აცნობეს, მუდმივად ცდილობენ მომხმარებლის წახალისებას, რისთვისაც მოქმედებს სეტი, რაც კომპლექტის განსხვავებულ ფასად შეძენის საშუალებას იძლევა.

„წარმოდგენილი გვაქვს განსხვავებული ფერის განსხვავებული სამკაული, აქსესუარი, ჩანთა, საათი და სხვა. გამოირჩევა იმით, რომ თითოეულ მოდელს შესაძლებელია სხვადასხვა ფერის სამაჯური მოერგოს. ყოველ თვეში გვაქვს სიახლე, ეს არის სეტი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ შეიძინოს, ვთქვათ, სხვადასხვა ფერის სამკაული და ჩანთა - კომპლექტი. განსხვავებულ ფასს ვუკეთებთ სეტებზე ანუ როცა სამ-ოთხ ერთეულს ყიდულობს ერთად. ვერ ვართ განებივრებული, რომ შეგვეძლოს ფასდაკლება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

Ronius Watches -ის საათების ღირებულება 399 ლარიდან 600 ლარამდეა. ბრენდი განკუთვნილია საშუალო სეგმენტისთვის.

ბუტიკი მდებარეობს ტურისტულ ზონებში: თბილისში - ბამბის რიგი N7-ში (შარდენი) და რუსთაველის N40-ში ბათუმში. შესაბამისად, აქტიური მომხმარებლები არიან როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

ბრენდის შესახებ: Ronius Punctua -ს საათები ბრენდი საერთაშორისო მასშტაბის ცნობილი დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ, ექსკლუზიური დიზაინის და იაპონური ხარისხის საათების შექმნის მიზნით დაარსდა.

თითოეული მოდელი არის უნიკალური ქმნილება, ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი.

Ronius Punctua საათებს სამ ნაწილად ყოფს: მამაკაცის საათები, ქალის საათები და უნივერსალური საათები.

ზვიად ციკოლიას დიზაინს ორჯერ მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დიზაინის სფეროში RED DOT-ი - 2006 წელს “Fashion Watch” კონცეფციისთვის, ხოლო 2014 წელს “Uniq P-47” საათის შეფუთვის დიზაინისთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები