დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა გვიჭირს - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა გვიჭირს - შალვა პაპუაშვილი

01-09-2023 14:49:39

რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას და გაწევრიანების პერსპექტივას, ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა გვიჭირს. გარდა ობიექტურად გაზომვადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემები, სხვადასხვა ქვეყნიდან, მოსაზრებებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც მხარი დაუჭირა ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო ვადის დაწესებას.

„რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას და გაწევრიანების პერსპექტივას, ამას აქვს ორი მხარე. ერთი მხარე არის თავად ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური, ასევე პოლიტიკური განზომილება და გახსოვთ შარშან ეს განზომილება ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მწარედ იწვნია როდესაც ევროკავშირის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ. ლიდერ ქვეყანას არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ლიდერს უკან მყოფ ქვეყნებს მიენიჭათ, ამიტომ ჩვენ ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა გვიჭირს. გარდა ობიექტურად გაზომვადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემები, სხვადასხვა ქვეყნიდან, მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამის არც განჭვრეტა შეგვიძლია წინასწარ და სამწუხაროდ ზოგიერთ საკითხზე, არც რაიმე ზემოქმედება. ერთადერთი რაც არის, რომ მეორე მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე არის ის, რომ კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის და აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც არის კანდიდატი, სავარაუდო წევრი მომავალში ევროკავშირისა. ჩვენ ვართ ლიდერი ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობა, თუ ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ვხედავთ ჩვენ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე გავლენა არ გვაქვს და სამწუხაროდ უსამართლო გადაწყვეტილებებიც მიიღება ხოლმე ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები