დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩირისა და ტყლაპის წარმოებაში 50%-იანი ზრდა გვაქვს - „ფრუტერა“

ჩირისა და ტყლაპის წარმოებაში 50%-იანი ზრდა გვაქვს - „ფრუტერა“

11-01-2024 12:00:00

დავით გელუტაშვილი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2023 წელს „ფრუტერას“ პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებელი 50%- ით გაიზარდა. 

 

მეწარმე ამბობს, რომ სოფელ დირბში საწარმო იმ ადგილზე ააშენა, სადაც 2008 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაღმი ჩამოვარდა. მისი თქმით, რეგიონში ბიზნესის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„პირველი პროდუქცია ბაზარზე 2022 წელს გავიტანე და სუპერმარკეტებში დავიწე გაყიდვა. 2022-2023 წელს ჩირი და ტყლაპი საკუთარ ბაღებში მიღებული მოსავლით დავამზადე, თუმცა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლა წარმოების გაფართოებას ვგეგმავ და მომავალ სეზონზე ხილს, საჭირო ნედლეულის 80%-ს ადგილობრივი ფერმერებისგანაც შევისყიდი“, - ამბობს დავით გელუტაშვილი. 

მეწარმეს ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად 10 დასახელების ტყლაპი და ჩირ გამოაქვს. მისი თქმით „ფრუტერას“ წარმოება 100%-ით ნატურალურია. 

„პროდუქცია იმდენად არის გამომშრალი რომ 1 წლის განმავლობაში ხარისხს ინარჩუნებს. სამი სახის ვაშლის ჩირს ვაწარმოებთ, ასევე ალუბლისა და შინდის კერკს“, - ამბობს მეწარმე. 

„ფრუტერას“ 2024 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. როგორც დავით გელუტაშვილი ამბობს საწარმო ჰასპის სერტიფიკატის ასაღებად ემზადება, ხოლო 2025 წელს ექსპორტსაც გეგმავს. 

მეწარმე ამბობს, რომ ექსპორტისთვის პირველი სამიზნე ბაზარი გერმანია იქნება. შესაძლოა, ამ ბაზარზე „ფრუტერას“ პროდუქცია 2025 წელს გამოჩნდეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები