საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ჩინეთიდან გადმოზიდვების გააქტიურებას უკვე მომავალი კვირიდან ელის. როგორც Business Insider Georgia-სთან Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, ამჟამად ჩინეთი ახალ წელს აღნიშნავს და ყველა ქარხანა და შესაბამისად, გადმოზიდვებიც გაჩერებულია. (არსებულ კალენდრის თანახმად ჩინეთში ახალი წელი 12 თებერვალს სრულდება)
Kairos Logistics-მა ბოლო პერიოდში ჩინეთიდან სარკინიგზო მეთოდით 40 ფუტიანი კონტეინერების ტრანსპორტირება დაიწყო, რომლის სატრანზიტო პერიოდიც 25-30 დღემდე მერყეობს. ტვირთი პირდაპირ თბილისში ჩამოდის, სურვილის შემთხვევაში კი Kairos Logistics-ი ტვირთების შიდა ტრანსპორტირებას და თბილისის გეზთან, კომპანიის საბაჟო საწყობში დასაწყობებსაც უზრუნველყოფს.
„ზოგადად ჩინეთიდან გადმოზიდვებზე მოთხოვნა, წითელი ზღვის კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ მზარდია. ფაქტობრივად რკინიგზის მეშვეობით 2-ჯერ სწრაფად ხორციელდება გადაზიდვები. ამჟამად ჩინეთში ახალი წელია და ყველა ქარხანა გაჩერებულია და სტატიკური პერიოდია. თუმცა უკვე მომავალი კვირიდან მზარდ მოთხოვნას ველოდებით. ჩინეთიდან გადმოზიდვებზე საკმაოდ ფართო კალთაა: დანადგარები, ყოველდღიური მოხმარების საქონელი და სხვა“, - განმარტავს ნამადოვი.
მისივე თქმით, სარკინიგზო გადმოზიდვების გააქტიურების ფონზე სახეზეა საზღვაო გადმოზიდვებში ტარიფების კლება.
„საზღვაო ხაზებისთვის სარკინიგზო გადმოზიდვების გააქტიურება ახალი გამოწვევა გახდა. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ტრიგერი, რომ საზღვაო გადმოზიდვების ტარიფებმა კლება დაიწყო. გასათვალისწინებელი ისიც, რომ ზღვით ჩინეთიდან ტრანსპორტირების პერიოდი 3 თვეა. დღეს ჩინეთის ყველაზე შორეული პორტიდან ფოთამდე ტრანსპორტირების ტარიფი 5000 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - აცხადებს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.
მიხეილ ნამადოვის თქმით, ის ტვირთები, რასაც Kairos Logistics-ი ჩინეთიდან ემსახურება, ძირითადად საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთია.
„ტვირთები რაც შემოგაქვს ძირითადად საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთებია, თუმცა საქართველოს გავლით ტვირთების რაღაც ნაწილი თურქეთის მიმართულებითაც გადის. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ საქართველოს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნავს ნამადოვი.
საგულისხმოა, რომ ჩინეთიდან გადმოზიდვებში ყველაზე აქტიური პერიოდი ნოემბერი, დეკემბერი და იანვრის პირველ ნახევარია.
კომპანია Kairos Logisitcs ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო ბრენდს. კომპანიის მისია დაარსების დღიდან უცვლელია - "პროფესიონალურ ლოგისტიკური სერვისის შეთავაზებით ხელს ვუწყობთ კომპანიებს გაზარდონ წარმადობა და მუდმივად იდგნენ განვითარების გზაზე".
უახლესი
34 წუთის წინ
აჭარაში ინტერენეტიზაციის პროექტი გრძელდება2 საათის წინ
„უმალი“ ნახევარფაბრიკატების წარმოებას გეგმავს