დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებელი, რომელმაც ნეტო დარიცხვის სისტემამდე დააყენა პანელები, ისინი ნეტო აღრიცხვის სისტემაში დარჩებიან - დავით ნარმანია

მომხმარებელი, რომელმაც ნეტო დარიცხვის სისტემამდე დააყენა პანელები, ისინი ნეტო აღრიცხვის სისტემაში დარჩებიან - დავით ნარმანია

13-02-2025 13:00:00

მომხმარებელი, რომელმაც ნეტო დარიცხვის სისტემამდე დააყენა პანელები ისინი ნეტო აღრიცხვის სისტემაში დარჩებიან, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის დანერგვის შემდეგ დამონტაჟებულ მზის პანელებზე ანგარიშსწორება ნეტო დარიცხვის სისტემით მოხდება. 

„მომავალში, ვინც დააყენებს ისინი ახალი სისტემის ქვეშ, ანუ ნეტო დარიცხვის სისტემით ისარგებლებენ. ნეტო დარიცხვის სისტემაც ეს არის მწვანე ენერგიის განვითარების ხელშემწყობი ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა მომხმარებელი მიიღებს სტიმულს. ანუ ქსელში გაშვებულ ჭარბ ენერგიაზე მიიღებს თანხას, ისევე როგორც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, იმიტომ რომ მწვანე ენერგიის მომხმარებელი იქნება თავად“, - განმარტავს დავით ნარმანია.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მზის პანელების მონტაჟზე მოთხოვნა გაზრდილია. ზრდა არის კომერციული დანიშნულებით პანელების მონტაჟზეც. 

„რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია,  იმიტომ რომ ნახევარ მეგავატამდე სიმძლავრის, ანუ 500 კილოვატამდე სიმძლავრის მზის პანელების პროექტები ბევრგან გაჩნდა კომერციული დანიშნულებითაც, რაც ნიშნავს იმას რომ მცირედი მოხმარება, რაც აქვს ამ მცირედ მოხმარებას აკმაყოფილებს და დანარჩენს იჯარით გასცემს სხვა პირზე და მწვანე ენერგიით ხდება სხვადასხვა საწარმოების და ორგანიზაციების უზრუნველყოფა. კომერციული დანიშნულებით, ვინც აკეთებს ის რა თქმა უნდა იღებს შემოსავალს და მოგებას“, - აღნიშნა ნარმანიამ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები