დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში ინტერენეტიზაციის პროექტი გრძელდება

აჭარაში ინტერენეტიზაციის პროექტი გრძელდება

13-02-2025 14:09:00

აჭარაში ინტერენეტიზაციის პროექტი გრძელდება. საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესი გაზაფხულის ბოლოდან დაიწყება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტაკარაძე პროექტის მიმდინარეობის ეტაპს გაეცნო. შეხვედრაზე კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა მარიამ სულაბერიძემ განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას სწრაფ და ხარისხიან სატელეკომუნიკაციო სერვისებზე წვდომა ექნება.

პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც რამდენიმე ათეული სოფლის ინტერნეტის ქსელით დაფარვის შესაძლებლობას იძლევა.

„ოუფენ ნეტის“ პროექტი საქართველოს 1000-მდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში ჯამში 500 000 მოქალაქე თანამედროვე სტანდარტების სატელეკომუნიკაციო სერვისების მიღებას შეძლებს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები