დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე იქნება

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე იქნება

13-02-2025 12:41:00

ეროვნული ბანკი საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა.

ამასთან, სებ-ის საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები