გიზიარებთ ბლოგს: ცხოვრების გამორჩეულ მომენტებს კიდევ უფრო გამორჩეულად აღნიშვნა სჭირდება, რათა დაუვიწყარ მოგონებებად იქცეს. განსაკუთრებული მომენტები რომ ხელიდან არ გაუშვათ, ჭიქა შამპანური წინასწარ უნდა გქონდეთ მზად! თუ დახვეწილ და ელეგანტურ გემოებს ანიჭებთ უპირატესობას, ფრანგული ბრენდი Champagne Geoffroy თქვენი სამომავლო მეგზური დაგემოვნებისთანავე გახდება.
Champagne Geoffroy დღეს მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი შამპანურის მწარმოებელია, რაც გასაკვირი არცაა და ბრენდის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება. Champagne Geoffroy-ის თავგადასავალი მე-17 საუკუნიდან საფრანგეთის პატარა სოფელ Aÿ-ში დაიწყო. სოფელში მცხოვრები ჟოფრუების ოჯახი თაობების განმავლობაში მეღვინეობით იყო დაკავებული. ოჯახი, რომელიც გულდასმით შერჩეული ყურძნის ჯიშებისგან გამორჩეული ტექნოლოგიებით ამზადებდა ღვინოს, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პრესტიჟულ ბრენდს უყრიდა საფუძველს. დღეს Champagne Geoffroy დახვეწილი გემოების მქონე შამპანურებს ისევ სოფელ Aÿ-ში აწარმოებს, ჟოფრუების მამულს კი ჟან-ბატისტ ჟოფრუა მართავს, რომელიც ოჯახის მეხუთე თაობას წარმოადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Champagne Geoffroy შამპანურის მწარმოებელთაგან იმ ტიპს (Récoltant manipulatant) მიეკუთვნება, რომელსაც ყურძენი თავად მოჰყავს და შამპანურს ექსკლუზიურად ამ მოსავლისგან ამზადებს. განსხვავებით სხვა დიდი ბრენდებისგან, რომლებიც შამპანურის საწარმოებლად ყურძენსა თუ მზა ღვინოებს ყიდულობენ, Champagne Geoffroy-ს შემდეგი უპირატესობების აქვს:
რაც შეეხება გემოებს, Champagne Geoffroy-მ საუკუნოვანი ისტორიითა და წარმოების განსაკუთრებული სტილით როგორც ღვინის კრიტიკოსების, ისე ენთუზიასტების აღიარება მოიპოვა. ასე რომ, Champagne Geoffroy მართლაც იმ ბრენდებს მიეკუთვნება, რომელიც გასინჯული აუცილებლად უნდა გქონდეთ.
SOLO და Wealth Management-ის მომხმარებლებს Champagne Geoffroy-ის შეძენა SOLO ბუტიკში შეუძლიათ. SOLO ბუტიკის სრული პროდუქცია კი აქ შეგიძლიათ ნახოთ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი