დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ბუმ გრუპი“ ცივის ყავის წარმოებას იწყებს

,,ბუმ გრუპი“ ცივის ყავის წარმოებას იწყებს

15-07-2023 02:00:23

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო ,,ბუმ გრუპი“/ Boom grour ცივი ყავის წარმოებას იწყებს. კომპანია ქართული ბრენდის ენერგეტიკული სასმლის მრავალფეროვანი ასორტიმენტის მწარმოებელია.

ახალ პროექტს ,,ბუმ გრუპი“ ბაზისბანკთან პარტნიორობით ახორციელებს. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ბესარიონ ურუმაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ცივი ყავის წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება.

„2024 წლიდან ვიწყებთ ცივი ყავის წარმოებას და ექსპორტს. ჩვენი პროდუქტები ამ დროისთვის 18 საექსპორტო ბაზარზე იყიდება და გეოგრაფიული არეალი მომავალი წლიდან კიდევ გაფართოვდება. წლიური წარმოება 40 მილიონი ქილა იქნება, ამ პროექტს ვახორციელებთ ბაზისბანკთან თანამშრომლობით, რომელიც ჩვენი მთავარი პარტნიორია“, - ამბობს ბესარიონ ურუმაშვილი.

მისი ინფორმაციით, ცივი ყავა 250 მილიგრამიან ქილებში ჩამოისხმება და ქართულ ბაზარზე 2 ლარად გაიყიდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, ,,ბუმ გრუპი“, ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს. საწარმო ორხევში მდებარეობს, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები