British Airways-ის შემოსვლით 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ზიარი კოდის ხელშეკრულების საფუძველზე American Airlines-ის საიტზე უკვე შესაძლებელია, ლონდონის გავლით, ნიუ-იორკი-თბილისის ავიარეისების მოძიება.
„ეს არის სრულიად ახალი სეგმენტი, ახალი ბაზარი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ British Airways-ის შემოსვლით ფაქტობრივად 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით. American Airlines-ის საიტზე უკვე შესაძლებელია, ლონდონის გავლით, ნიუ-იორკი-თბილისის მოძიება, რაც მცირედი, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედს და სურვილს გამოვთქვამ, რომ როგორც ეს მოლაპარაკებები დავასრულეთ წარმატებით, ოდესღაც ასევე გვექნება შესაძლებლობა აშშ-სთან პირდაპირი ფრენების, თუმცა ჯერ აქამდე ადრეა საუბარი“,- თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.
უახლესი