ბიზნესმენი ოსამან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ბიზნეს საბჭოების (DEIK) არჩევნებიც გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ოსამან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით იქნა არჩეული.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისთვის ექვს კატეგორიაში, DEİK-ის თორმეტი ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე დააჯილდოვეს. ჯილდო ასევე გადაეცა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს.
აღსანიშნავია, რომ Deik-ი დიდ როლს ასრულებს ორი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში.
„ვიმედოვნებთ ორი ქვეყნის მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან ერთად, სამომავლოდ შევძლებთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ჩვენი წვლილის შეტანას თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
უახლესი
10 საათის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა - მიზეზები