საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა. ამასთან, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
უახლესი
14 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა14 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა14 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"