კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ GREDA-ს (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია) წევრი გახდა. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
„ბიოდიზელ ჯორჯია“ 2017 წელს დაფუძნდა და პირველად საქართველოში დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა საწვავის - ბიოდიზელის წარმოება. ბიოდიზელი - ეს არის ბიოლიპიდებისაგან (მცენარეული ზეთები, ცხიმები) მიღებული ალტერნატიული, განახლებადი, ეკომეგობრული პროდუქტი. უკვე მრავალი წელია, ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს ნავთობდიზელის ბიოდიზელით ჩანაცვლება.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ახალი, უფრო მასშტაბური ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა ე.წ „Green Hub“ - ის ტერიტორიაზე (ვაზიანი), რომლის საინვესტიციო მოცულობა 3 მლნ ევროს შეადგენს.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ „ბიოდიზელ ჯორჯია“ პირველია ბიოენერგიის სექტორიდან, რომელიც ასოციაციას შემოურთდა“, - ნათქვამია ინორმაციაში.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება