დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bekauri Family Vineyards საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

Bekauri Family Vineyards საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

11-03-2025 10:00:00

Bekauri Family Vineyards ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. კომპანიის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ Business Insider Georgia, Bekauri Family Vineyards-ის დამფუძნებელს ანზორ ბექაურს ესაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე 30-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებენ.

„Bekauri Family Vineyards არის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახეობის ღვინოს აწარმოებს. დაახლოებით 30-მდე. რომელთა შორისაც არის : RKATSITELI QVEVRI 2021, SAPERAVI QVEVRI 2021, SAPERAVI 2022, MTSVANE 2023, ROSE 2023, ROSE 2023 და სხვა “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური.

Bekauri Family Vineyards გაყიდვებს 2023 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო ბაზარზე, რაც შეეხება საქართველოს, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც კომპანიამ ადგილობრივად დაიწყო გაყიდვები.

„2023 წელს დავიწყთ გაყიდვები საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოში კი,  ერთი თვეა. ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთში, კვიპროსში და ასევე ევროპაში. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სხვადასხვა ღვინის მაღაზიაშიც შეუძლია. გარდა ამისა, ონლაინაც არის შეკვეთა შესაძლებელი. სულ მალე ,,8000 მოსავალშიც" დაემატება ჩვენი ღვინო“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური.

კომპანია გეგმავს ექსპორტის კუთხით გაფართოებას და მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან.

„საექსპორტო კუთხით მოლაპარაკებები გვაქვს ავსტრიასთან, კორეასთამ და ასევე გერმანიასთან. გარდა ამისა, მარტის თვეში მივემგზავრებით გერმანიის ერთ-ერთ დიდ ღვინის გამოფენაზე“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ბექაური.

ცნობისთვის, საწარმო ახმეტაში, ზემო ხოდაშენში მდებარეობს. ბექაურის საოჯახო ვენახში მეღვინეობა იწყება მზიან ვენახებში ხელით დაკრეფილი ყურძნით. ფერმენტირება ხდება უძველეს ქვევრებში ან თანამედროვე უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, დაძველება კი მუხის ევროპულ კასრებში.

 

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები