ბაზისბანკი, განათლების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში, განაგრძობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.
„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მეათე წელია გრძელდება. ჩართული ვართ ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“