საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურიფესტივალის „ბაკურიანი 2025" თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს.
მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის- www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით:
- www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 3 დღისგანმავლობაში იქნება შესაძლებელი. Tkt.ge=ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაშისარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
- მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20ლარი;
- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი);
- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).
მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.
- ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტისშეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 2 (კახეთის გზატკეცილი72), სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო საათებიხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;
სალაროში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობისდამადასტურებელი საბუთი.
- 2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისირეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტმაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმაპირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში მონეტალიმიტირებულად გაიყიდება, ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთიცალი მონეტა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზეერთობლივად და ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამპერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.
მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.
მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობითმომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
TKT.GE მეშვეობით მონეტის შეძენისას გასათვალისწინებელი ინფორმაცია
უახლესი
6 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი