აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.9% შეადგინა, მათ შორის სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს პროდუქტებზე - 112.4%, არასასურსათო პროდუქტებზე - 110.1%, მოსახლეობისთვის გადახდილ მომსახურებაზე - 109.6%. .
ამის შესახებ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია იუწყება.
სამომხმარებლო ფასების ინდექსმა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 100.3% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 105.1%.
მიმდინარე წლის სექტემბერში სურსათზე, სასმელებსა და თამბაქოს პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 100.6%, ხოლო გასული წლის სექტემბერთან შედარებით 104.5% იყო.
გასულ თვეში არასასურსათო პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 100.1%-ია, გასული წლის სექტემბერთან შედარებით 105.9%.
ამასთან, მოსახლეობისთვის გაწეული ფასიანი მომსახურების სამომხმარებლო ფასების ინდექსმა აგვისტოსთან შედარებით 100%, ხოლო 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 105.4% შეადგინა.
უახლესი