აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25 პროცენტული პუნქტით 7,75%–დან 7,5%–მდე შეამცირა. გადაწყვეტილება ბანკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ცენტრალური ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ზედა ზღვარი 0,25 პ.პ.–ით – 8,5%–მდე დასწია, ქვედა ზღვარი კი 6,25%–ის ნიშნულზე შეინარჩუნა.
გადაწყვეტილება ძალაში 29 მარტიდან შევა. ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგ გადაწყვეტილებას 1–ელ მაისს ელოდებიან.
„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ფაქტობრივი და პროგნოზირებული ინფლაციის მიზნობრივ (4±2%) შედარების, ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციისა და რისკების ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
უახლესი
4 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს5 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა7 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა