ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „pro v&v“-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა.
შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „pro v&v“ ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აშშ-ში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში პასუხს სცემს ყველა გავრცელებულ მითს, დეზინფორმაციას თუ კითხვას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობს.
როგორც Pro V & V - ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აღნიშნა „პროექტს ჰქონდა 3 ფაზა, 1 ითვალისწინებდა წყაროს კოდის გადახედვას და ჩვენ ფაქტობრივად გვთხოვეს გავყოლოდით მოდულიდან მოდულამდე, თუ როგორ იყო მოთავსებული ამომრჩეველთა სიები თითოეულ ვერიფიკაციის აპარატში. ჩვენ გავყევით ერთი მოდულიდან შემდეგ მოდულამდე USB ბარათის ჩასმიდან ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვის ჩათვლით.
უბნის გააქტიურების შემდეგ, თითოეული ვერიფიკაციის აპარატი შეიცავს მხოლოდ ამომრჩევლის სიას, რომელიც მან უნდა ამუშავოს არჩევნების დღეს.
ის არ შეიცავს სრულად ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა სიას, ის არის გამიზნული კონკრეტული უბნისთვის და მას აქვს წვდომა მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩევლის სიასთან.“
შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:
- საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
- ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
- ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
- ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
- აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.
ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებიც. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით განახორციელა. აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.
„მთელი დღის განმავლობაში პირადად ვაკვირდებოდი საარჩევნო პროცესს საარჩევნო უბნებზე, რომელიც გახსნის ასევე დახურვის პროცესს მოიცავდა და მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო უბნების წევრები კარგად იყვნენ გადამზადებულები, მათ ძალიან კარგად იცოდნენ როგორ ემოქმედათ შეფერხებების ან მოულოდნელად განვითარებული მოვლენების დროს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი როგორც მოსალოდნელი იყო.
რა თქმა უნდა დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელიც სავსებით გასაგებია და ეჭვს არ უნდა იწვევდეს ტექნოლოგიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნინკმა.
უახლესი
53 წუთის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“