საბერძნეთის დედაქალაქის ათენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქართული სწრაფი კვების ობიექტი Lushnu (ლუშნუ) მომხმარებლების რაოდენობით კმაყოფილია.
სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი მაკა ჟორჟოლიანი Business Insider Georgia-თან საუბრისას აცხადებს, რომ კვების ობიექტი მომხმარებლებს ქართულ კერძებს სთავაზობს, სადაც ძირითადი აქცენტი მაინც სვანურ სამზარეულოზე კეთდება.
სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი, სვანურ კერძებს თავად ამზადებს. ადგილზე მომსახურების გარდა „ლუშნუს“ დელივერის სერვისიც აქვს.
მაკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი „ლუშნუს“ მაგალითზე ხაჭაპური, ხინკალი და კუბდარია. ასევე საკმაოდ კარგად იყიდება აჭარული ხაჭაპური.
რაც შეეხება “ლუშნუს“ მომხმარებლებს კვირა დღის გარდა სწრაფი კვების ობიექტის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები არიან, ხოლო კვირა დღეს ობიექტის სტუმრების უმრავლესობას ქართველები შეადგენენ. .
ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით „ლუშნუში“ 8 ადამიანია დასაქმებული, ხოლო შაბათ-კვირას კი დამატებით 2 პერსონალი ემატება.
ქართული კვების ობიექტში დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა (ერთის გარდა) ქართველია .
მაკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საბერძნეთში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია, მთავარია მონდომება და შრომა.
„ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზო. ობიექტის მოგება მცირეა. მე ამითაც კმაყოფილი ვარ. ხარისხი მთავარია“, - ამბობს “ლუშნუს“ მფლობელი.
მაკა ჟორჟოლიანი ათენში საკუთარი ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში, სადაც გარკვეულ მიწებს ფლობს, ფერმერული მეურნეობის განვითარებას განიხილავს.
„ბიზნესი რეალურად 4 წლის წინ დავიწყე, თუმცა დღევანდელი ლოკაცია რიგით მესამეა, რადგანაც გარკვეული მიზეზებს გამო ადგილის შეცვლა მიწევდა. თავიდან დავიწყე ნამცხვრების წარმოება და რეალიზაცია და ეტაპობრივად მოვედი იმ დონემდე, სადაც ახლა ვარ.
ჩემი ქმარი სვანეთიდანაა და როდესაც საბერძნეთში სვანური კერძების კეთება დავიწყე აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა არის. ათენში რამდენიმე ქართული ობიექტია, რომლის მფლობელებთან ვმეგობრობ“, - აცხადებს მაკა ჟორჟოლიანი
უახლესი
13 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა14 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება