დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არ ვფიქრობ, რომ ხალხი ნათია თურნავას წინააღმდეგია - რობერტ სინგლეტარი

არ ვფიქრობ, რომ ხალხი ნათია თურნავას წინააღმდეგია - რობერტ სინგლეტარი

26-09-2023 16:12:16

გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტარმა განაცხადა.

მისი თქმით, პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო.

„არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია, ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს.  არ ვარ დარწმუნებული, რომ პეტიცია თურნავას წინააღმდეგ იყო მიმართული. პეტიცია, რომელიც შეადგინეს, მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც პეტიციის შედგენა დააორგანიზა, გადაწყვიტეს, უფრო შორს არ წასულიყვნენ. ჩემი აზრით, ეს სულელური ჭორია“, - აცხადებს რობერტ სინგლეტარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები