მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ყველას გილოცავთ 2025 წელს - მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება | შალვა პაპუაშვილი

news image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი. მაგრამ, მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

,,ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო.

ყველას გილოცავთ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას.

ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ - მშვიდობა და ერთობა.

ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრეველი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება.

განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოს და მომავალს.

ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია - ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ, და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ.

სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება.

ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.

გილოცავთ ახალ წელს!

ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები!”– აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა