დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა - ირაკლი კობახიძე

საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა - ირაკლი კობახიძე

01-01-2025 03:18:00

2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საახალწლო მილოცვაში.

პრემიერის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.

„გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის
თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს!“, - განაცხადა პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები