დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლისთვის პარლამენტის აკრედიტაცია 33 მედიასაშუალების 312 წარმომადგენელზე გაიცა

2025 წლისთვის პარლამენტის აკრედიტაცია 33 მედიასაშუალების 312 წარმომადგენელზე გაიცა

01-01-2025 03:25:00

საპარლამენტო საქმიანობის გაშუქების მიზნით, 2025 წლისთვის, პარლამენტში ერთწლიანი აკრედიტაციის მისაღებად, ქართულმა და უცხოურმა მედია საშუალებებმა მე-11 მოწვევის პარლამენტს განაცხადით მიმართეს, რომლის საფუძველზეც, მომავალ წელს პარლამენტის აკრედიტაციით 33 სხვადასხვა მედია საშუალების 312 წარმომადგენელი ისარგებლებს. მათ შორის, 13 ტელეკომპანია, 16 ონლაინ გამოცემა, 3 გაზეთი და 1 რადიო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია შემდეგ მედიასაშუალებებზე გაიცა:

ტელეკომპანიები:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

3. ტელეკომპანია „იმედი“

4. ტელეკომპანია „მაესტრო“

5. ტელეკომპანია „რუსთავი-2“

6. ტელეკომპანია „პოსტვ“

7. ტელეკომპანია „პირველი“

8. ტელეკომპანია „მთავარი არხი“

9. ტელეკომპანია „ფორმულა“

10. ტელეკომპანია "პალიტრანიუსი"

11. ტელეკომპანია „ევრონიუს ჯორჯია“

12. ტელეკომპანია BMG

13. მაუწყებლობა „ბი-ბი-სი“

 

საინფორმაციო სააგენტო :

1. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“

2. საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“

3. საინფორმაციო სააგენტო "REUTERS"

4. საინფორმაციო სააგენტო „prof-news“

5. საინფორმაციო სააგენტო „პარალელი“

6. ინტერნეტ გამოცემა - Civilgeorgia"

7. ონლაინ გამოცემა “მედიაცენტრი მთავარი“

8. ონლაინ გამოცემა „ტაბულა“

9. ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“

10. საინფორმაციო სააგენტო „2020NEWS“

11. ინტერნეტგამოცემა „geonews"

12. ონლაინ გამოცემა „Aktual Media“

13. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

14. ონლაინ მედია -"ბიზნეს ინსაიდერი"

15. ონლაინ მედია - "ლიდერ მედია"

16. ონლაინ გამოცემა „Cnews.ge“

 

რადიო:

1. რადიო " თავისუფლება"

 

გაზეთი :

1. გაზეთი „ვრასტანი“

2. გაზეთი „გურჯისტანი“

3 გაზეთი „რეზონანსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები