დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Apart Group-ის განვითარების გეგმა მასშტაბური და ამბიციურია, გვაქვს მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან -  თათა დგებუაძე

Apart Group-ის განვითარების გეგმა მასშტაბური და ამბიციურია, გვაქვს მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან - თათა დგებუაძე

12-02-2025 12:20:00

Apart Group-, რომელიც დეველოპმენტის ბაზარზე ერთ-ერთ სწრაფ და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, უკვე რამდენიმე წარმატებულ პროექტს აერთიანებს. კომპანია პროექტების განხორციელებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს და მაღალი სტანდარტებით აკეთებს საქმეს, რომელიც დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა. Apart Group- სამომავლოდაც მასშტაბური გეგმები აქვს და მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან პარტნიორობით საერთაშორისო დეველოპმენტის ბაზარზე შესვლასაც განიხილავს.

უფრო დეტალურად, რა მიმდინარე პროექტებს აერთიანებს დღეს კომპანიის პორტფელი, როგორია მოთხოვნა და კომპანიის სამომავლო გეგმები Business Insider Georgia დეველოპერული კომპანია Apart Group-ის საოპერაციო დირექტორს თათა დგებუაძეს ესაუბრა.

- დღეისათვის Apart Group-ის ბალანსზე რამდენი მიმდინარე პროექტია, როგორია მათი დასრულების ვადები და რით არის თითოეული პროექტი გამორჩეული?

-„ოლდ სით პანორამა’’ არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ძველ თბილისში, რომელიც შედგება ორი ფაზისგან, პირველი ფაზა დასრულებულია და ყველა ბინა გაყიდულია, ხოლო მეორე ფაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კომპლექსის უპირატესობა, გარდა ლოკაციურად გამორჩეული მდებარეობისა და მთელ თბილისზე პანორამული ხედებისა, ასევე მდგომარეობს გამოყენებულ მასალებსა და მათ ხარისხში. ჩვენი გუნდი ირჩევს საუკეთესო მომწოდებლებს, რის შედეგადაც ვიღებთ კონსტრუქციულად მდგრად, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო შენობას.

პროექტში აპარტამენტების მინიმალური ფართი 32 კვ., ხოლო მაქსიმალური 400 კვ.-ია. აპარტამენტები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორი კომპანია აპარტ შოურუმი უზრუნველყოფს დიზაინს, რემონტსა და ბინის სრულად მოწყობას.

პროექტის არის ბუტიკური ტიპის სასტუმროს სერვისით, რომელიც ორიენტირებულია როგორც საინვესტიციოდ, ისე საცხოვრებლად მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

ასევე, დასრულებულ პროექტებში შედის ,,ბუხაიძეB1’’ და ,,ბუხაიძე B2’’, რომელიცაპარტ ჯგუფისპირველი განხორციელებული პროექტებია. ხოლო კომერციული მიმართულებით კი რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე მდებარეაპარტ მოლიდასრულებულია და ფუნქციონირებს, აღნიშნულ მოლში ოპერირებს უკვე კარფურის ექსპრეს მარკეტი, პსპ-ს აფთიაქი და სხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორები, თუმცა ,,აპარტ მოლში’’ ჯერ კიდევ შესაძლებელია საოფისე და კომერციული ფართების როგორც ყიდვა, ასევე ქირაობა, მათ შორის უკვე იჯარაში მყოფი ფართების გაყიდვაც, რაც ფაქტობრივად მზა ბიზნეს მოდელია დაინტერესებული ინვესტორებისათვის.

- ასევე საინტერესოა, აღნიშნული პროექტების რა პროცენტია უკვე გაყიდული და არსებული მოთხოვნით ანუ არსებული გაყიდვებით რამდენად კმაყოფილია კომპანიის მენეჯმენტი?

- ვფიქრობთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ დინამიური და მზარდია, თუმცა 2025 წლის გეგმა კომპანიის განვითარების მხრივ საკმაოდ ამბიციურია და დაახლოებით 0 მილიონი დოლარის გაყიდვებს გულისხმობს.

ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი: ,,ეზო ძველ თბილისში 2’’ , პროექტის პირველი ფაზა ,,ეზო ძველ თბილისში 1’’ სრულად გაყიდულია, მისი მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ დაგვეწყო მეორე ფაზის მშენებლობა. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საბავშვო ზონები, გამწვანებული ტერიტორია, საზოგადოებრივი თავშეყრის და მოსასვენებელი ზონები საპროექტო ტერიტორიის დაგეგმვა განხორციელდა ძველი თბილისის კონცეფციის გათვალისწინებით, შესაბამისად ვიზუალური მხარე ჯდება ძველი თბილისის სტილში, კორპუსში მიიღწევა 25%-30% ენერგოეფექტურობა. პროექტის ჩაბარების ვადა არის 2026 წელი. ამ პროექტში ბინების 68% გაყიდულია.

KRTSANISI MARGALITI არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 12,000 კვ.. მიწის ფართობს, ხოლო თვითონ სამშენებლო ფართი არის 35,000 კვ.. პროექტი მდებარეობს კრწანისის რაიონში, მყუდრო დასახლებულ უბანში, რომელიც შორს არის მანქანებით გადაადგილებისგან გამოწვეული ხმაურის ზონებიდან. ოპტიმალურად დაგეგმილი სივრცე და მრავალფუნქციური გარემო ქმნის გამორჩეულ, კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს მობინადრეებისთვის.

5000 კვ..-ზე გაშენებული რეკრეაციული ზონა მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საბავშვო გასართობი ზონას, ფიტნეს დარბაზს, კაფე-ბარსა და სხვადასხვა კომერციულ სივრცეს. კომპლექსი განლაგებულია დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც მუდმივად იცავს 24/7 დაცვის სამსახური და კონსიერჟი. პროექტი მიზნად ისახავს მყუდრო და ენერგოეფექტურ საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ეს პროექტი არის Apart Group-ის კიდევ ერთი ნაბიჯი მაღალი სტანდარტების დანერგვისკენ, რომელიც უზრუნველყოფს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. პროექტის ჩაბარების ვადა არის 2025 წელი.

KRTSANISI MARGALITI პირველი ბლოკი გაყიდულია ბინების 77% , მეორე ბლოკში - 42%, მესამე ბლოკში კი გაყიდვები 2025 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება

Alpheca Batumi by Apart არის ჩვენი პირველი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლის სამშენებლო ფართი - 115 000 კვ. - ია, განკუთვნილია 1300-მდე აპარტამენტისთვის, რომლის მენეჯმენტის მართვასაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და პრესტიჟული საერთაშორისო სასტუმროს ბრენდი განახორციელებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარს შეადგენს.

კომპლექსი დაპროექტებულია მაღალი კლასის საცხოვრებელი პირობებისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია კომფორტსა და ფუნქციონალობაზე. მასში შემავალი ბინები და აპარტამენტები შექმნილია თანამედროვე დიზაინით. კომპლექსში ასევე მოეწყობა დახურული და ღია ტიპის რეკრეაციული ზონები, რომელშიც შესულია სპორტული დარბაზი, დიდი საცურაო აუზი, კაფე-ბარი და კომერციული ფართები.

Alpheca Batumi მდებარეობს თამარის დასახლებაში, რომელიც უნიკალურია უახლოესი მდებარეობით ზღვასთან და აქვს კერძო სანაპირო. პროექტი ასევე ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს. პროექტის ჩაბარების ვადა არის 2028 წლის ბოლო. აღნიშნული პროექტი ამ ეტაპზე წინასწარი გაყიდვების რეჟიმშია და დაინტერესებულ მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

დანარჩენ დასრულებულ პროექტებში, ბინების 100 % გაყიდულია.

- იმისათვის, რომ გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდოს რა სქემას ამუშავებს კომპანია გაყიდვების სტიმულირების მიმართულებით?

- გაყიდვების ზრდა დიდწილად დამოკიდებული ბაზრის მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დიდწილად, თუმცა კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს რელევანტური ფასების და პროდუქტების შექმნას, საჭიროების შემთხვევაში სპეც შეთავაზებებს და სხვა.

გარდა გარემო ფაქტორებისა, გვაქვს შიდა სამოტივაციო სისტემები, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ ინტერესს, არამედ არამატერიალურ საინტერესო საჩუქრებსა და წახალისებებს თანამშრომლების ეფექტური მუშაობისათვის.

- მიმდინარე პროექტებში მოთხოვნა უფრო ქართველებიდან ფიქსირდება, თუ აქტიურია უცხოელების ნაწილიც? თუ საიდუმლოს არ წარმოადგენს უფრო რომელი ქვეყნებიდან ლიდერობენ?

- დაახლოებითი საშუალო შეწონილით 70/30- მერყეობს წილი რეზიდენტებსა და არარეზიდენტ კლიენტებს შორის, სადაც 70% ამ ეტაპზე უცხოელებს უჭირავთ. გვყავს კლიენტების საერთაშორისო ბაზა, უმეტე წილად ისრაელიდან, UAE-დან, ამერიკიდან, დსთ- ქვეყნებიდან და სხვა. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ბაზარი უცხოელ ინვესტორებს და მყიდველებს საკმაოდ იზიდავს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც საქართველოში ინვესტირება მომგებიანი და სტაბილურია.

- რატომ უნდა აირჩიოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელმა მომხმარებელმა Apart Group-ის პროექტები, ანუ რა მიგაჩნიათ დღეს თქვენს კონკურენტულ უპირატესობად?

- Apart Group-ის პროექტები გამოირჩევა რამდენიმე ძირითადი კონკურენტული უპირატესობით, რაც მკაფიო მიზეზებს აძლევს მომხმარებელს ჩვენს პროექტებზე არჩევისას:

1. მაღალი ხარისხი და სტანდარტები

2. გამორჩეული ლოკაცია

3. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა

4. მყუდრო და ეკოლოგიური გარემო

5. უნიკალური დიზაინი და ინოვაციური მიდგომები

ეს ფაქტორები აძლევს მომხმარებლებს იმის შესაძლებლობას, რომ აირჩიონ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროექტები, რადგან ისინი აერთიანებს კომფორტს, თანამედროვე დიზაინს და სტაბილურობას.

- როგორ აფასებს კომპანია უძრავი ქონების ბაზარს და რა მოლოდინები აქვს 2025-26 წლებზე?

- 2025 წელს გასული წლის სირთულეებიდან გამომდინარე, ველოდებით მეტ სტაბილურობას როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ისე ცხოვრების დონის დასტაბილურებაში, რადგან ეს ძალიან დიდი გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვიცხოვროთ მშვიდ და სტაბილურ ქვეყანაში, სადაც მოთხოვნა და სანდოობა ინვესტიციის მხრივ არა თუ იკლებს, არამედ იმატებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყოველი მომდევნო წელი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება განვითარებისკენ.

- როგორია Apart Group-ის განვითარების უახლოესი 5 წლის გეგმა, როდიდან და სად გეგმავს ახალი პროექტის განხორციელებას? განიხილავს თუ არა კომპანია თბილისის გარეთ, დიდი ქალაქებში პროექტების განხორციელებას?

- კომპანიის მომდევნო 5 წლიან განვითარების გეგმა მასშტაბური და ამბიციურია, ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან, რომელთან ერთადაც აუცილებლად გავცდებით არა თუ თბილისის, არამედ ქვეყნის ფარგლებსაც და ამ ინფორმაციას მალე გავასაჯაროებთ კიდეც.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები