ტრადიციული გურული არყის მწარმოებელი ქართული კომპანია „ანასეულის ოტკას“ დირექტორი გენო ხუჭუა Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2024 წელს პროდუქციის რეალიზაციას აშშ-ში გეგმავენ.
„კომპანიას რუსეთში ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი, სადაც ყველაზე მაღალი რეალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს და პროდუქტის 40% იყიდება, ხოლო შემდგომ მოდის ლატვიისა და გერმანიის ბაზარი, სადაც გაყიდვები შედარებით მცირეა“, - ამბობს გენო ხუჭუა.
მისი თქმით, გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო კომპანიისთვის და რეალიზაციის მაჩვენებლები, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ხილის არყის ინდუსტრიის ადგილობრივ წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერები ვართ და ყველაზე მაღალი გაყიდვები გვაქვს“, - ამბობს მეწარმე.
„ანასეულის ოტკას“ 2023 წელს 10%-იანი ზრდა ჰქონდა, როგორც წარმოებაში, ისე ექსპორტში.
კომპანია მომხმარებლებს 13 სახეობის ხილის არაყსა და ჭაჭას სთავაზობს და ნაწარმი 100%-ით ქართულ პროდუქტზეა დამზადებული.
უახლესი