დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანანასის იმპორტი 17%-იან კლებას აჩვენებს - სად ყიდულობს ქვეყანა ეგზოტიკურ ხილს

ანანასის იმპორტი 17%-იან კლებას აჩვენებს - სად ყიდულობს ქვეყანა ეგზოტიკურ ხილს

28-08-2023 17:00:15

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 658.30 ათასი დოლარის ღირებულების 628.17 ტონა ანანასის იმპორტი დაფიქსირდა. მიმდინარე მაჩვენებლები კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 17%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 752,76 ტონა ანანასი იყიდა.

ანანასის იმპორტის 64%-ი თურქეთზე მოდის. 

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ანანასს ყიდულობს (2023 წელს საქართველოში ანანასის იმპორტი სულ ქვეყნიდან განხორციელდა)

  • თურქეთი - 404.03 ტონა
  • ნიდერლანდები - 186.09 ტონა
  • სომხეთი - 19.68 ტონა
  • კოსტა-რიკა - 18.29 ტონა
  • გერმანია - 0.08 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანაში ანანასის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ სულ 2,126.79 ათასი დოლარის ღირებულების 1,943.73 ტონა ანანასი იყიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები