დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ დროისათვის „რთველი 2023“-ის ფარგლებში, 48 ათასამდე ტონა ყურძენია  გადამუშავებული

ამ დროისათვის „რთველი 2023“-ის ფარგლებში, 48 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

12-09-2023 11:42:10

12 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 48 ათასამდე ტონა ყურძენი
გადამუშავებული ყურძნიდან  25 ათას ტონამდე რქაწითელი, 18 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
დასასრულს უახლოვდება სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები