ალტე უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც USAID/Georgia-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის განმავლობაში შესაძლებლებელია მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში და დებატებში შემდეგ საინტერესო თემაზე:
ტურიზმის რეფორმა;
გარემოსდაცვითი მმართველობა და წყლის რესურსები საქართველოში;
გაციფრულების რეფორმა (ეთიკური ხელოვნური ინტელექტი) AI;
კაპიტალის ბაზარი (Crowd Funding).
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია 25 წლამდე ასაკის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს საქართველოს მასშტაბით.
როექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ახალგაზრდების ცნობიერება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების შესახებ და ხელი შეუწყოს მათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში.
მონაწილეობის მისაღებად სააპლიკაციო ფორმა არის ამ ბმულზე: https://bit.ly/4aA0bKf
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი.
უახლესი
16 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს17 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო18 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა