დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგმა 2 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა - ამბასადორის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

ალდაგმა 2 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა - ამბასადორის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

20-03-2024 12:24:00

სასტუმრო ამბასადორი, ხანძრის შემდეგ, პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისიდან სრულად განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. სასტუმროს ნაწილი და რესტორანი მოზაიკო გასულ წელს, ხანძრის შედეგად დაზიანდა

ზიანის ასანაზღაურებლად, ალდაგმა, 2 მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. ამბასადორი კომერციული  ქონების დაზღვევის  პროდუქტით  სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება  და სასტუმრო უკვე დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას.   

მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. მსგავსი მასშტაბის ზიანის შედეგების აღმოფხვრა, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევის არსებობის შემთხვევაში  არის შესაძლებელი. იმედი გვაქვს, რომ კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის  არსებობის აუცილებლობა  და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული  რისკების ამ სახით მართვა უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკა გახდება,“ - თეონა კვიციანი, ალდაგის გენერალური დირექტორის მოადგილე

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები