საცხობების ქსელი Entrée საერთაშორისო ბაზრებზე ერთ-ერთი მოთხოვნადი ბრენდია, რომლის მიმართაც ინტერესი მუდმივად იზრდება. ამით არის განპირობებული ,,ანტრეს“ გაფართოება ქვეყნის გარეთ.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, ქართულ ბაზარზე ახალი ობიექტი სექტემბერში გაიხსნა და მორიგი ფილიალის დამატება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა გლობალურ ბაზრებზე ბრენდი განვითარების ტრენდს აგრძელებს.
„ქვეყნის გარეთ მაღალი ნიშა გვიჭირავს და ჩვენი ბრენდი უკვე მაღალი მოთხოვნითაც სარგებლობს. ყველგან, სადაც ჩვენი ფილიალებია, ინტერესი მუდმივად მზარდია. ყველგან, სადაც გაიხსნა“ Entrée, აქცენტი მაღალ სტანდარტზეა, შესაბამისად, მოსწონთ ჩვენი სერვისები და მოთხოვნაც აქტიურია.
ყველგან გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი, შესაბამისად, ტენდენციას ვაგრძელებთ და გლობალურ ბაზარზე ჩვენი მომსახურების არეალიც ფართოვდება. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალს ვხსნით, რასაც დეკემბრის დასაწყისში ბაქოში რიგით მერვე ფილიალი დაემატება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
მისი თქმით, Entrée ქვეყნის გარეთ მოთხოვნადია როგორც ქართველ ემიგრანტებში, ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს დანარჩენ მოსახლეობაშიც, სადაც კომპანიის ფილიალია განთავსებული.
2 დეკემბერი ,,ანტრეს“ საიუბილეო თარიღია, კომპანიას 15 წელი უსრულდება და ფილიალების დამატება მომავალშიც გეგმაში
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება