საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Camex.ge მომხმარებლებს, რომელთაც საზღვარგარეთიდან ამანათების გამოწერა ქართული ბარათებით არ შეუძლიათ, მათ ამ პრობლემის დაეხმარება. როგორც Business Insider Georgia-სთან Camex.ge-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ განუცხადა, აღნიშნული სერვისი ერთი თვის განმავლობაში იქნება უფასო და კომპანია ამ საქმიანობაში საკომისიოს არ აიღებს.
„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს, რომლებმაც გამოწერა არ იციან, ან თუ კონკრეტული უცხოური მაღაზია ქართულ ბარათს არ იღებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მათ ჩვენივე კომპანიის ამერიკული ბარათით დავეხმარებით და მის სახელზე გამოვწერთ კონკრეტულ ნივთს, თუ ნივთებს, რომელსაც შემდგომ Camex.ge ჩამოიტანს. ჩვენი სერვისი ნებისმიერი მომხმარებლისთვის, 1 თვის განმავლობაში არის უფასო. ანუ გამოწერისას საკომისიო არ ემატება. კომპანია ამ სერვისის გაწევისთვის ერთი თვის განმავლობაში სერვისის საკომისიოს არ ავიღებთ. ხოლო რაც შეეხება ტრანსპორტირებას, განბაჟება იქნება, თუ ნივთის ღირებულება თავისთავად მომხმარებელი გადაიხდის“, - აცხადებს Camex.ge-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.
გიგა სეთურიძის განმარტებით, Camex.ge აქტიურად მუშაობს ახალი მიმართულებების დამატებაზეც.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალი მიმართულების დამატებაზე. ერთ თვეში, კვლევის შემდეგ გვეცოდინება რამდენად მოთხოვნადი იქნება კონკრეტული მიმართულება. ცხადია ამ ეტაპზე მიმართულებას ვერ დაგისახელებთ, თუმცა გეტყვით, რომ აზიური მიმართულება იქნება“, - აღნიშნა გიგა სეთურიძემ.
აღსანიშნავია, რომ Camex.ge ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ჩინეთიდან და ინგლისიდან.
Camex.ge-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში და კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან.
„ჩვენი წარმატება დამოკიდებულია მომხმარებელთა კეთილგანწყობაზე ჩვენი მომსახურების ხარისხის მიმართ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სათანადოდ შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, გავაუმჯობესოთ და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გავხადოთ ინტერნეტ მაღაზიებში პროდუქციის შეძენა, მოვახდინოთ ამანათების სწრაფი, იაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება.
ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს ეფექტური და ხელმისაწვდომი გზა სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქტის შესაძენად. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს და ფასდაკლებებს, რათა ონლაინ შოფინგისას მაქსიმალურად დაზოგონ ფული და დრო“, - აღნიშნულია Camex.ge-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
59 წუთის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს